1761136425
უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი: უკრაინის სამშვიდობო პროცესი ჩიხშია და სიტუაცია რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების ჩარევას მოითხოვს
კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის ჩატარება, ლიდერების სატელეფონო საუბრის დროს ერთობლივი გადაწყვეტილებით იქნა მიღებული.
„ეს ორმხრივი სურვილი იყო. უკრაინის სამშვიდობო პროცესი ჩიხშია და სიტუაცია რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების ჩარევას მოითხოვს, თუმცა ამისთვის მომზადებაა საჭირო“, - განაცხადა პესკოვმა.
16 ოქტომბერს, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრის შემდეგ ბუდაპეშტში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღები ჯერ არ დასახელებულა.