Loading data...
დიმიტრი მედვედევი: გერმანიას რეალური დენაციფიკაცია არ გაუვლია

„გერმანია არასოდეს გაუვლია რეალური დენაციფიკაცია“, - აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი

„ფაქტობრივად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას რეალური დენაციფიკაცია საერთოდ არ გაუვლია. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის საარქივო მასალებში, მათ შორის 1952 წლის ანგარიშში დასავლეთ გერმანიის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულია, რომ მისი დენაციფიკაციის ნაცვლად, დასავლეთი „ნაცისტ ომის დამნაშავეებს“ ამართლებს.

მთელი ეს პროცესი, რომელიც დიდი ზეიმით მიმდინარეობდა, ცნობილი პროფაშისტური ორგანიზაციების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი სივრცეების გაწმენდის გარდა, სრულ ფარსად იქცა“, - წერს მედვედევი სტატიაში, სათაურით - „გერმანიის ახალი მილიტარიზაცია: სულის აღზევება თუ თავზე ხელაღებული რევანშიზმი?“

მისივე თქმით, მთელი ეს პროცესი, რომელიც დიდი ზეიმით მიმდინარეობდა, ცნობილი პროფაშისტური ორგანიზაციების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი სივრცეების გაწმენდის გარდა, სრულ ფარსად გადაიქცა.