Loading data...
„დიდი ცვლილებები იქნება“ - ვაშინგტონი ირანის ლიდერის მოკვლით იმუქრება

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლას, თუ ირანის რეჟიმი ქუჩის მომიტინგეების ხოცვას გააგრძელებს, - ამის შესახებ Fox News-ს ტრამპის ახლო თანამოაზრემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა განუცხადა.

ირანში ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციების და რეჟიმის მიერ მათი ძალის გამოყენებით ჩახშობის მცდელობების შესახებ საუბრისას გრეჰემმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ირანელი ხალხის გვერდით დგას.

„ჩვენ მოგიწოდებთ, დაიბრუნოთ თქვენი ქვეყანა აიათოლასგან, რელიგიური ნაცისტისგან, რომელიც გკლავთ და მსოფლიოს ატერორებს“, - განაცხადა სენატორმა.

ამავდროულად, ის პირდაპირ დაემუქრა ირანის მმართველს.

„თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ გააგრძელებთ საკუთარი ხალხის მოკვლას, რომლებიც უკეთეს ცხოვრებას ითხოვენ, დონალდ ტრამპი თქვენც მოგკლავთ. ირანში ცვლილებები მოდის. ეს იქნება ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც ამ ნაცისტურ რეჟიმს გაანადგურებს. ირანის ხალხო, დახმარება გზაშია“, - განაცხადა გრეჰემმა.