Loading data...
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც მოთხოვნილია „ჰეზბოლას“ განიარაღება და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც მოთხოვნილია „ჰეზბოლას“ განიარაღება და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა.

ამასთან, კომუნიკეში საუბარია აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებაზე, რომელიც, ტექსტის მიხედვით, „დონალდ ტრამპის ძლიერი ლიდერობის პირობებში“ გაფორმდა.

„ლიბანში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიბანის ხელმძღვანელობის ძალისხმევას, დაუყოვნებლივი და ძლიერი ცეცხლის შეწყვეტის გზით, მიაღწიონ „ჰეზბოლას“ განიარაღებას, ასევე დაიცვან ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შესაბამისი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.