დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი უეს სტრიტინგი გახდა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ქვეყნის ჯანდაცვის ყოფილი მდივანი უეს სტრიტინგი გახდა. ამის შესახებ Sky News-ი წერს.
სტრიტინგი ამ პოსტზე არმიის ყოფილ ოფიცერს დენ ჯარვისს ცვლის, რომელმაც თანამდებობა გასულ თვეში ჯონ ჰილის გადადგომის შემდეგ დაიკავა.
თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს.
„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა მთავრობის პირველი მოვალეობაა. ჩემთვის პატივია თავდაცვის მდივნის თანამდებობის დაკავება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ჰქონდეთ საჭირო რესურსები და მტკიცედ დავდგებით ჩვენი საერთაშორისო მოკავშირეების, განსაკუთრებით უკრაინის გვერდით“, - განაცხადა სტრიტინგმა.
ჯანდაცვის ყოფილმა მდივანმა მთავრობა მაისში დატოვა, რათა პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობიდან გადაეყენებინა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გამხდარიყო.
17 ივლისს პარტიის ლიდერად ენდი ბერნემი აირჩიეს, რომელმაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად 20 ივლისს დაიკავა.