Loading data...
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნოტინგემში ნიღბების ტარებაზე ახალი შეზღუდვები წესდება

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნოტინგემში ნიღბების ტარებაზე ახალი შეზღუდვები წესდება. 15 სექტემბრიდან სახის დაფარვა უკანონო გახდება. თუ პოლიციელი ივარაუდებს, რომ სახის დაფარვის მიზანი ვინაობის დამალვა, ან დანაშაულის ჩადენაა, სამართალდამცველს უფლება ექნება, მოქალაქეს ნიღბის მოხსნა მოსთხოვოს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 70 ფუნტი იქნება, სამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში კი 1 000 ფუნტამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სახის დაფარვა რელიგიური კუთვნილების მიზეზით არის განპირობებული.

საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილება ბოლო ერთ წელიწადში დაფიქსირებულ 180-ზე მეტ ინციდენტს უკავშირდება, სამართალდამრღვევები საკუთარი იდენტობის დასამალად სწორედ მსგავს ნიღბებს იყენებდნენ - მათ შორისაა გასული წლის ნოემბერში საშობაო ბაზრობაზე ცივი იარაღით მომხდარი დაპირისპირებაც. მსგავსი აკრძალვები ბრიტანეთის სხვა ქალაქებში და ლონდონის ცალკეულ რაიონებში უკვე მოქმედებს.