დიდი ბრიტანეთი მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ქუვეითსა და ბაჰრეინში მოგზაურობისგან
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა, თავი შეიკავონ ქუვეითსა და ბაჰრეინში მოგზაურობისგან, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, მიზეზად კი ახლო აღმოსავლეთში არსებული „არაპროგნოზირებადი“ ვითარება დაასახელა.
ბოლო კვირებში, რეგიონში ძალადობის ახალი ესკალაციის ფონზე, სპარსეთის ყურის ორივე ქვეყანაზე ირანის მხრიდან არაერთი თავდასხმა განხორციელდა. მოგზაურობის შესახებ ახალი რეკომენდაცია 23 ივლისს გამოქვეყნდა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ირანიდან საკუთარი თანამშრომლების დროებით გაყვანა გადაწყვიტა.
„8 ივლისიდან მოყოლებული, ირანმა რეგიონის მასშტაბით არაერთ ადგილას განახორციელა დარტყმები და საპასუხო თავდასხმები აშშ-ის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. არსებობს რეგიონში შემდგომი თავდასხმებისა და გაუთვალისწინებელი ესკალაციის რისკი“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.