Loading data...
დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემს აგზავნის

დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემს აგზავნის, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე განცხადებით, სამეფო საზღვაო ძალების HMS Dragon-ის ტიპის გემი მონაწილეობს განაღმვით ოპერაციებში და დაიცავს გემებს მკაცრი თავდაცვითი გეგმის ფარგლებში.

„წინასწარი განთავსების გეგმა უზრუნველყოფს, რომ გაერთიანებული სამეფო მზად იყოს საფრანგეთთან ერთად, ერთობლივი ხელმძღვანელობით შექმნილი მრავალეროვნული კოალიციის შემადგენლობაში სრუტის უსაფრთხოების დასაცავად, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.