Loading data...
დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ისრაელს ღაზას სექტორში შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ისრაელის მიერ 9 სექტემბერს დოჰაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები და განაცხადეს, რომ დაბომბვა, რომლის სამიზნეც „ჰამასის“ ხელმძღვანელობა იყო, არღვევდა კატარის სუვერენიტეტს და შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნიდა. განცხადების ტექსტი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მათ დასძინეს, რომ დარტყმა ძირს უთხრის ცეცხლის შეწყვეტის და „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობას.

„ჩვენ სასწრაფოდ მოვითხოვთ ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზას ქალაქში, რაც იწვევს მასობრივ მშვიდობიან მოსახლეობაში იძულებით გადაადგილებას, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაგმეს „ჰამასის“ მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულები, „რომელმაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს მის მიერ დაკავებული მძევლები, განიარაღდეს და სამუდამოდ ჩამოერთვას ღაზას სექტორი მმართველობისგან“.