Loading data...
დიდ ბრიტანეთის ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

„დიდ ბრიტანეთში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ხელმძღვანელმა ლორენს ტეილორმა განაცხადა, რომ მამაკაცები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულისა და ტერორისტული აქტის დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დააკავეს, მკაცრი გირაოს პირობებით გათავისუფლდებიან.

„ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება დასრულდა. ისინი კვლავ გამოძიების ფარგლებში რჩებიან, რადგან გამოძიების რამდენიმე მიმართულებას ვამუშავებთ“, – განაცხადა ტეილორმა ლონდონის პოლიციის შტაბის წინ.

სამართალდამცველის თქმით, გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს, მათ შორის, ხომ არ დგანან თავდასხმის უკან უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედი პირები.

მედიის ცნობით, ხუთივე მამაკაცი, ლონდონში მცხოვრები 20-დან 25 წლამდე ასაკის ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.