1788087979
უცხოეთი
დელსი როდრიგესი ნავთობის შესახებ აშშ-თან დადებულ შეთანხმებაზე: ვენესუელა ინარჩუნებს საკუთრების უფლებასა და სუვერენიტეტს თავის რესურსებზე
ვენესუელის ლიდერმა დელსი როდრიგესმა აშშ-თან ნავთობის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ განაცხადა, რომ ვენესუელა ნავთობზე კონტროლს ინარჩუნებს.
„ერთი რამ აბსოლუტურად ნათელი უნდა იყოს: ვენესუელა ინარჩუნებს საკუთრების უფლებასა და სუვერენიტეტს თავის რესურსებზე“, - განაცხადა როდრიგესმა სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ვენესუელის ნავთობის რეზერვებიდან 65 მილიარდ ბარელზე კონტროლი ექნება, რასაც მან „ისტორიაში ნავთობის შესახებ უდიდესი გარიგება“ უწოდა.
ვენესუელასა და აშშ-ს შორის შეთანხმება იმ ფონზე გამოცხადდა, როდესაც თეთრი სახლი ირანთან ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე საწვავზე ფასების შემცირებას ცდილობს.