Loading data...
ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელასთან ნავთობის საკითხზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ვენესუელასთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით აშშ ამ ქვეყნის ნავთობის მეხუთედზე კონტროლს მიიღებს. ტრამპმა Truth Social-ში ამას მსოფლიო ისტორიაში  ნავთობის უდიდესი შეთანხმება უწოდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ეს ისტორიული შეთანხმება შეერთებული შტატების ნავთობის მარაგს გააორმაგებს, ნავთობის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამერიკელებისთვის მრავალი წლით ბენზინს გააიაფებს“, - დაწერა ტრამპმა. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

თეთრი სახლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში დაახლოებით 65 მლრდ ბარელ ნავთობზე კონტროლი მოიპოვა. ეს ვენესუელის კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით მოხდა და ამერიკელ გადამხდელებს არანაირი ხარჯი არ გაუწევიათ. 

ტრამპის თქმით, შეთანხმების ხელმოწერაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და ვენესუელის დროებით პრეზიდენტი დელსი როდრიგესი მონაწილეობდნენ. მოლაპარაკება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ვენესუელა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგით პირველ ადგილზეა, მაგრამ არაეფექტიანი მმართველობის და სანქციების გამო ამჟამად დღე-ღამეში მხოლოდ 1,25 მლნ ბარელის მოპოვება ხდება.