Loading data...
დეირ ალ-ბალაჰზე განხორციელებული იერიშის შედეგად „ჰამასის“ განათლების მინისტრის მოადგილე და მისი მეუღლე დაიღუპნენ

პალესტინის მედია წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ავიაიერიშის შედეგად, ღაზას სექტორში „ჰამასის“ მთავრობის განათლებისა და ეკონომიკის სფეროების ხელმძღვანელი ხალედ აბუ ნადა და მისი მეუღლე დაიღუპნენ.

მედიის ცნობით, ავიაიერიში ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ დეირ ალ-ბალაჰის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაზე განხორციელდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს აბუ ნადას ლიკვიდაცია.