Loading data...
„დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს“ - რუტეს განცხადებით, რუსული დრონების პოლონეთში შეჭრის სრული შეფასება გრძელდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის სრული შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ უარი თქვა იმის დაკონკრეტებაზე, იყო ეს განზრახ თავდასხმა, თუ შეცდომა.

გენერალურ მდივანს პირდაპირ ჰკითხეს, არსებობს თუ არა რუსეთის განზრახვების წინასწარი შეფასება - იყო ეს განზრახ თავდასხმა, განზრახ შეჭრა, თუ შეცდომა.

„სრული შეფასება გრძელდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, განზრახ მოხდა ეს, თუ არა, აბსოლუტურად დაუფიქრებელია. ეს აბსოლუტურად საშიშია. თუმცა, როგორც ვთქვი, სრული შეფასება გრძელდება“, - უპასუხა რუტემ.

მან დასძინა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ომის ესკალაცია და მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დარღვევა.

„და იცოდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ფხიზლად ვართ და დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.