Loading data...
დასავლეთ სანაპიროსთან, ისრაელის ავტობუსს ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა - მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო

მდინარე იორდანზე დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ არიელის სიახლოვეს, ავტობუსზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დაჭრილია 8 ადამიანი, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასის“ სამხედრო ფრთა Al-Qassam-მმა აიღო. 

თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია როგორც 46 წლის სამირ მუჰამედ ჰუსეინია. 

„სროლაზე პასუხისმგებლობას Al-Qassam-ის ბრიგადები იღებენ“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

არსებული ცნობით, ჰუსეინის ლიკვიდაცია ისრაელის არმიის სამხედროებმა შეტევის ადგილზევე მოახდინეს.