1795935678
უცხოეთი
დაპირისპირება სტრასბურგში - სპეცრაზმელებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და აქციის მონაწილეები დააკავეს
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საპროტესტო გამოსვლების ფონზე პოლიციის სპეციალურ დანაყოფებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე პირი დააკავეს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტებმა ქუჩები ლითონის ბარიკადების მეშვეობით გადაკეტეს და ავტობუსის სადგომის მინები ჩალეწეს, რის შემდეგაც, სპეცრაზმმა ისინი დააკავა.
მსვლელობის დროს რამდენიმე ტრამვაის ხაზი შეფერხდა, ხოლო გამვლელები და ტურისტები, აცხადებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, სტრასბურგში მორიგი საპროტესტო აქცია 1-ელ დეკემბერს არის დაგეგმილი, რადგან პროფკავშირები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას აპირებენ.