დანიურმა ავიაგამანადგურებლებმა გრენლანდიის თავზე სასწავლო ფრენა განახორციელეს
ორმა დანიურმა F-35 გამანადგურებელმა და ერთმა ფრანგულმა MRTT მფრინავმა ტანკერმა გრენლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით სასწავლო ფრენა განახორციელეს. ამის შესახებ დანიის შეიარაღებული ძალები იტყობინება.
სასწავლო მისია მიზნად ისახავდა ჰაერში საწვავის შევსების ერთობლივი ოპერაციების, ასევე არქტიკულ პირობებში შორ მანძილზე ფრენების განხორციელებას.
ფრანგული მფრინავი ტანკერი სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ბაზიდან გრენლანდიაში ჩაფრინდა და წვრთნების შემდეგ უკან დაბრუნდა.
დანიის შეიარაღებული ძალები აღნიშნავენ, რომ გრენლანდიაში სამხედრო აქტივობის ზრდა მოკავშირეებთან, მათ შორის საფრანგეთთან, გერმანიასთან, შვედეთთან და ნორვეგიასთან, ერთად ხდება.
ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ეს ძალისხმევა 2026 წელს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო აქტივობების სერიით გაგრძელდება, რათა არქტიკულ ექსტრემალურ პირობებში მოქმედების უნარი გაუმჯობესდეს.
როგორც ცნობილია, ამ კვირაში ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გრენლანდიაში ოფიცრების გაგზავნა დააანონსა, სადაც ისინი შემდგომ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაგეგმავენ.
I dag har to F-35 kampfly fra @forsvaretdk og et tankfly fra @FrenchForces gennemført en planlagt træningsmission i det sydøstlige Grønland.#dkforsvar #værdatkæmpefor pic.twitter.com/skkBI6vVOj
— Forsvaret (@forsvaretdk) January 16, 2026