დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი მიზანია გრენლანდიაში სამხედრო წარმომადგენლობა გააძლიეროს
დანია წელს და მომავალ წლებში გრენლანდიაში სამხედრო წარმომადგენლობას კიდევ უფრო გააძლიერებს, – ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა.
„გასულ წელს როდესაც შეთანხმებას მივაღწიეთ, ჩვენ ვთქვით, რომ წელს გრენლანდიაში უფრო მეტი სამხედრო ძალა გვეყოლებოდა, გასული წლის აგვისტოში და სექტემბერში ჩვენ ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნების ჩატარება დავიწყეთ. ასე რომ, წელს და მომავალ წლებში უფრო ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობა გვექნება და ვიმედოვნებთ, რომ ამას ნატო-ში ჩვენს კოლეგებთან ერთად გავაკეთებთ“, - აღნიშნა პოულსენმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ ძალის გამოყენებას არ გეგმავს. ამასთან, ტრამპმა გააუქმა გრენლანდიის გამო ევროპის ქვეყნების ნაწილისთვის დაანონსებული ტარიფებიც.