Loading data...
დანიის თავდაცვის მინისტრი: კოპენჰაგენი მზადაა, ისაუბროს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ

დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კოპენჰაგენი მზადაა, ისაუბროს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ. როგორც ტროელ ლუნდ პოულსენმა განაცხადა, ის მზადაა, განიხილოს ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების ყველა შესაძლო ვარიანტები.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ბირთვული იარაღის გაფართოების შესახებ დისკუსია გამყარებული იყოს ნატო-ს კონტექსტში.

„საუბარია იმაზე, რომ ევროპა უნდა იყოს უფრო ქმედითი, ასევე ევროპა მზადაა, უფრო შორს წავიდეს, რათა შექმნას უფრო მნიშვნელოვანი ევროპული შესაძლებლობები ან პოტენციალი. მე ასე მივიჩნევ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება, ეს კარგი იდეაა“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

როგორც საერთაშორისო მედია მანამდე იუწყებოდა, ევროპის ქვეყნების ნაწილმა დაიწყო საკუთარი ბირთვული შეკავების განვითარების შესახებ საუბარი, რადგან აშშ-ის, როგორც მოკავშირის სანდოობა შეირყა.

ვრცელდება ცნობები, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი აპირებს, ევროპას ფრანგული „ბირთვული ქოლგა“ შესთავაზოს. ამის შესახებ მაკრონი ჯერ კიდევ 2025 წელს საუბრობდა.

ამასთან აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ განაცხადა, რომ აშშ აპირებს, გააგრძელოს ევროპის „ბირთვული ქოლგით“ უზრუნველყოფა.