Loading data...
დანიის სამხედრო დაზვერვა: დანიისთვის საფრთხეს რუსეთი და ჩინეთი წარმოადგენენ

დანიის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ (FE) განაცხადა, რომ მზარდი გეოპოლიტიკური კონფლიქტების ფონზე, ქვეყანა უფრო მეტი გარე საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში.

დანიის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ყოველწლიურ ანგარიშში, რუსეთი და ჩინეთი დანიისთვის საფრთხის შემცველ ქვეყნებად დასახელდნენ.

„მსოფლიოს დიდი ძალები სულ უფრო მეტად აყენებენ წინ საკუთარ ინტერესებს და იყენებენ ძალას თავიანთი მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია ანგარიშში.

დანიის დაზვერვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ განსაკუთრებით ახდენს გავლენას დანიის უსაფრთხოებაზე.

„რუსეთის მხრიდან ნატოსთვის სამხედრო საფრთხე გაიზრდება, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს დანიაზე რეგულარული სამხედრო თავდასხმის საშიშროება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ „გაურკვევლობა წარმოიშვა შეერთებული შტატების, როგორც ევროპული უსაფრთხოების გარანტის, როლთან დაკავშირებით, რაც გაზრდის რუსეთის მზადყოფნას გააძლიეროს ჰიბრიდული თავდასხმები ნატოს წინააღმდეგ“.