1768887022
უცხოეთი
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც არ უნდა მოხდეს
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის შესყიდვაზე საუბრისას განაცხადა, რომ არსებობს „წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება“.
ლარს ლოკე რასმუსენს ჟურნალისტმა ჰკითხა, გრძნობდა თუ არა, რომ აშშ-მა დანიას უღალატა.
„მე ვიყენებ სიტყვას „გაოცებული“. სიტუაციის ესკალაციის განზრახვა არ მაქვს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ყველა მოკავშირემ ნატოს ალიანსში, ევროკავშირში, დაიცვან ეს პრინციპები, რათა აჩვენონ ამერიკელ პრეზიდენტს – თქვენ გაქვთ სურვილი, გაქვთ ხედვა, გაქვთ მოთხოვნა, მაგრამ თქვენ ვერასოდეს შეძლებთ ამის მიღწევას ჩვენზე ზეწოლის გზით“, - აცხადებს რასმუსენი.