Loading data...
დანიის პრემიერ-მინისტრი ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე: გრენლანდიელებს არ სურთ ამერიკელები იყვნენ

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ რუკას გამოეხმაურა, სადაც კანადა და გრენლანდია აშშ-ის ტერიტორიად არის მონიშნული. 

დანიის პრემიერის თქმით, გრენლანდიელებს არ სურთ ამერიკელები იყვნენ. 

„გრენლანდიის მთავრობამ და გრენლანდიელმა ხალხმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ამერიკელები იყვნენ. ვიმედოვნებ, რომ ამაში ეჭვი არავის ეპარება – არც შეერთებულ შტატებში და არც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. სწორედ გრენლანდიის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი. რა თქმა უნდა, გრენლანდია არ იყიდება“, - აცხადებს დანიის პრემიერ-მინისტრი

ინფორმაციისთვის, 7 სექტემბერს თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა რუკა, სადაც კანადა და გრენლანდია აშშ-ის ტერიტორიად მონიშნა.