დანიის პრემიერ-მინისტრი პუტინს მიმართავს: შეწყვიტე ომი, ეს არც ისე რთულია

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა კიდევ ერთხელ, მოუწოდა კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა და არ შეუქმნას საფრთხე ევროპის უსაფრთხოებას.
„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას. ნუ შეეცდები ჩვენი დემოკრატიის განადგურებას დეზინფორმაციითა და რობოტებით. ნუ დაანგრევ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ მოაწყობ დივერსიებს წყლის ქვეშ. ნუ დაასუსტებ და ნუ დაანგრევ მსოფლიო თანამეგობრობას და ნუ მოკლავ ევროპელებს. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, ჩვენ, დანარჩენები ამას არ ვაკეთებთ“, - განაცხადა დანიის მთავრობის მეთაურმა.
ფრედერიქსენმა, ასევე, გამოთქვა სკეპტიციზმი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში „ზავის“ მიღწევის შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსკოვმა არ გამოხატა მშვიდობის სურვილი.