დანიის პრემიერ-მინისტრი: არ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობა კომპრომისის საგანი იყოს
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა კომპრომისის საგანი არ შეიძლება იყოს. მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის მიმართ მუქარები კვლავ ძალაში რჩება და ეს ზეწოლა „მიუღებელია“.
მისი თქმით, დანიამ და გრენლანდიამ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც კომპრომისი შეუძლებელია, მათ შორის არის ტერიტორიული მთლიანობა.
ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის უკვე არსებობს შეთანხმება, რომელიც ვაშინგტონს კუნძულზე ყოფნის საშუალებას აძლევს და დანია ყოველთვის იყო აშშ-ის „ძალიან ძლიერი და სანდო პარტნიორი“, კოპენჰაგენი კი, მზად არის აშშ-სთან თანამშრომლობისთვის.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოქმედებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა არსებობს მკაფიო „წითელი ხაზები“.