Loading data...
დანიის მეფე გრენლანდიაშია - Reuters

დანიის მეფე ფრედერიკი გრენლანდიას ეწვია, რაც გრენლანდიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კუნძულზე მონარქის მეორე ვიზიტია. როგორც Reuters წერს, ამ ნაბიჯით მეფეს სურს, ხაზი გაუსვას დანიის ტერიტორიის მთლიანობას იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კუნძულის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

მედიის ცნობით, გრენლანდიის დანიის სამეფოს შემადგენლობაში ყოფნის ხაზგასასმელად, მეფეს ქურთუკზე დანიისა და გრენლანდიის დროშები ჰქონდა გამოსახული.

ამასთან, მონარქი ნუუკში, ასევე, ეწვევა სკოლას და სამხედრო შტაბს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი უსაფრთხოებისთვის სჭირდება.