დანიელ ჰაგარი: ისრაელი ამაღამ ახლო აღმოსავლეთში ძლიერ დარტყმებს გააგრძელებს
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ირანის ავიაიერიშის მოგერიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები სრული სიმძლავრით მოქმედებას აგრძელებენ და ამაღამ ახლო აღმოსავლეთში ძლიერ დარტყმებს გააგრძელებენ.
„ისრაელისა და აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ეფექტურად მუშაობდნენ. აღმოჩენისა და ჩამოგდების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა“, - განაცხადა მან და მიუთითა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებულ 180 რაკეტაზე.
მისივე თქმით, ისრაელის მხარე იერიშის შედეგებს კვლავ აფასებს და არ სურს, მტერს ინფორმაცია მიაწოდოს.
„ირანმა ამაღამ სერიოზული ქმედება განახორციელა და ახლო აღმოსავლეთს ესკალაციისკენ უბიძგებს. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენს მიერ არჩეულ ადგილას და დროს, პოლიტიკური ეშელონის მითითებების შესაბამისად. ამ ღამის მოვლენას შედეგები ექნება“, - განაცხადა ჰაგარიმ.