„დამშვიდობების დროა, გადადგეს“ - კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, აქციაში დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობს.
პროტესტის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით: „კლიჩკო, ფორიაქს აზრი აღარ აქვს, დამშვიდობების დროა“, „კიეველები კლიჩკოს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებენ“ და „თქვენი ამოცანაა, კიევი უსაფრთხო, მწვანე და ისტორიული გახადოთ და არა დაცარიელებული“. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „გადადგეს!“
ერთ-ერთმა მონაწილემ UP-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ კლიჩკომ თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ქალაქში არსებულ ვითარებას ვერ აკონტროლებს.
ამასთან, აქციაზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უჭირავს პლაკატი წარწერით: „შეაჩერეთ ზელენსკი! კლიჩკოს თავი დაანებეთ!“. იგი მიიჩნევს, რომ ზელენსკის არ აქვს კლიჩკოს თანამდებობიდან გადაყენების უფლება.


