Loading data...
დაიღუპა 6 ადამიანი, 19 კი დაშავდა - ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეზე ჩრდილოეთ კორეის რაკეტებით მიიტანა იერიში

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეზე განხორციელებული დარტყმისას რუსულმა ძალებმა ჩრდილოეთკორეული რაკეტებიც გამოიყენეს. 

„ქალაქზე განხორციელდა დარტყმები ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებით. ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად“, - წერს ზელენსკი.

 მანამდე კი, ზაპოროჟიეს რეგიონალური ხელისუფლებამ ქალაქზე დარტყმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

უკრაინული მხარის ცნობით, 6 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.