Loading data...
დაღესტანში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 5 ადამიანი

დაღესტანში ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ადგილზე 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

ვერტმფრენი „კა-226“ დასახლების, აჩი-სუს მახლობლად ჩამოვარდა. მის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა. ვერტმფრენს ტურისტები გადაჰყავდა. ის ქალაქ იზბერბაშში მიფრინავდა.

სახლზე დაცემის შედეგად შენობა ნაწილობრივ დაინგრა. კატასტროფის მომენტში შენობაში არავინ იმყოფებოდა.

„ინტერფაქსის“ ცნობით, ვერტმფრენს ყიზლიარის ელექტრომექანიკური ქარხნის თანამშრომლები გადაჰყავდა.