Loading data...
CNN: ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობი გაიაფდა, აშშ-ის საფონდო ბაზარი მკვეთრად გაიზარდა

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა, ნავთობის ფასები დაეცა და აშშ-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა. წერს CNN.

Dow-ს ინდექსი 810 პუნქტით, ანუ 1.62%-ით გაიზარდა. ეს ზრდა მოხდა მას შემდეგ, რაც Dow-მ წლის ყველაზე ცუდი სავაჭრო დღე დააფიქსირა.

S&P 500 1.3%-ით გამყარდა, ხოლო Nasdaq Composite 1.8%-ით გაიზარდა.

ბრენტის ნავთობის ფასი 3.7%-ით გაიაფდა და ბარელზე 90 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. ამერიკული ნედლი ნავთობი (WTI) 3.6%-ით დაეცა და ბარელზე 87 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.

ბოლო დღეებში ვაშინგტონსა და ირანს შორის დაძაბულობის ზრდის გამო ინვესტორები შეშფოთებულები იყვნენ. ნავთობის ფასების შემცირებამ ინფლაციასთან დაკავშირებული შიშები შეამსუბუქა, რამაც აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებაც გამოიწვია.

შეგახსნებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო დარტყმები გააუქმა, რადგან ირანთან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები“ უკვე დამტკიცებულია.