CNN: ტრამპის განცხადებამ ნეთანიაჰუ გააკვირვა - ისრაელს ირანთან შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელშიც ის თეირანთან შეთანხმების მოახლოებაზე საუბრობდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენია ნეთანიაჰუ გააკვირვა, - ამის შესახებ CNN-ს ისრაელის წყარომ განუცხადა.
წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელს არ ჰქონდა ინფორმაცია ირანთან რაიმე მოსალოდნელი შეთანხმების შესახებ და არც იმის შესახებ, რომ ასეთი შეთანხმება რომელიმე მხარის მიერ უკვე დამტკიცებული იყო. ეს, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება ტრამპის განცხადებას, რომელიც მან Truth Social-ზე გამოაქვეყნა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში განახორციელა დარტყმები ირანზე და ტრამპმა დამატებითი იერიშებითაც დაიმუქრა, ნეთანიაჰუმ ხუთშაბათ საღამოს უსაფრთხოების საკითხებზე შეზღუდული შეხვედრა მოიწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირები და რამდენიმე მინისტრი. სწორედ ამ განხილვის მიმდინარეობის დროს გამოაქვეყნა ტრამპმა პოსტი, რომელშიც ირანთან შესაძლო შეთანხმებაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო დარტყმები გააუქმა, რადგან ირანთან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები“ უკვე დამტკიცებულია.