Loading data...
CNN: პეტერ მადიარმა საკუთარი განცხადებით მიანიშნა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს დააპატიმრებენ, თუ ბუდაპეშტს ეწვევა

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საკუთარი განცხადებით მიანიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააპატიმრებენ, თუ ბუდაპეშტს ეწვევა. წერს CNN.

„თუ ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია და დაკავების ორდერის ქვეშ მყოფი პირი ჩვენს ტერიტორიაზე შემოდის, ეს პირი უნდა დააკავონ“, - განაცხადა მადიარმა.

მადიარმა, ასევე, აღნიშნა, რომ მან უკვე აცნობა ნეთანიაჰუს თავისი სურვილის შესახებ, მოახდინოს უნგრეთის რეინტეგრაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სისტემაში.