CNN-ის წყარო: აშშ-მა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმების სამ პუნქტზე შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ამერიკის მიერ შემოთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ საკითხთა უმეტესობაზე კონსენსუსს მიაღწიეს, თუმცა უთანხმოება კვლავ რჩება. ამის შესახებ CNN-ი მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
უფრო კონკრეტულად კი, CNN-ის წყაროს ცნობით, კიევსა და ვაშინგტონს შორის „კონსენსუსი“ მიღწეულია საკითხების უმეტესობასთან დაკავშირებით, თუმცა სამ პუნქტზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
„ძალიან არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს უკრაინისთვის მისაღები ვერსია“, - აცხადებს წყარო.
წყაროს თქმით, პირველი საკითხი ეხება უკრაინის ტერიტორიებს.
CNN-ის წყარომ ასევე განაცხადა, რომ უთანხმოება ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებას.
გარდა ამისა, CNN-ის წყარომ მიუღებელი უწოდა მოთხოვნას, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოს წევრობის მისწრაფებებზე.