CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი: იუსტიციის დეპარტამენტმა დამაპატიმრა იმის გამო, რასაც ბოლო 30 წელია, ვაკეთებ, ეს არის ახალი ამბების გაშუქება
CNN-ის ყოფილმა წამყვანმა დონ ლემონმა გათავისუფლების შემდეგ თქვა, რომ არასოდეს შეწყვეტს ახალი ამბების გაშუქებას.
ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე სასამართლოს შენობის წინ, ლემონმა მადლობა გადაუხადა მას მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ არასოდეს გაჩერდება.
„არასდროს გავჩერდები. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი დრო, ვიდრე ახლა, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც სიმართლეს ნათელს ჰფენს და ხელისუფლებაში მყოფებს პასუხისმგებლობას აკისრებს“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
ლემონის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტმა დააკავა იმის გამო, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში აკეთებს და ეს არის ახალი ამბების გაშუქება.
„კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს ამ სამუშაოს ჩემთვის და უამრავი სხვა ჟურნალისტისთვის, რომლებიც იმავეს აკეთებენ. მე ყველა მათგანის გვერდით ვდგავარ და არ გავჩუმდები“, – აცხადებს დონ ლემონი.
ინფორმაციისთვის, ლემონი კიდევ სამი პირი დააკავეს ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მინესოტას ეკლესიაში ICE-ის მოწინააღმდეგე მომიტინგეებმა, წირვა ჩაშალეს.
ინციდენტი 18 იანვარს მოხდა, როდესაც მომიტინგეები წმინდა პავლეს ეკლესიაში შეიჭრნენ.
დონ ლემონი, რომელსაც ფედერალური სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის ბრალი წარედგინა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.