1777650267
უცხოეთი
CNN - აშშ-ში ბენზინის ფასი კიდევ 9 ცენტით გაიზარდა და 4.39 დოლარს მიაღწია
მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ისევ მკვეთრად გაიზარდა, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები კიდევ 9 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონ სტანდარტულ საწვავზე 4.39 დოლარი შეადგინა.
ეს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ფასების ყველაზე დიდი ერთდღიანი მატებაა.
ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) მონაცემებით, აშშ-ში საწვავის ფასები ახლა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა 2022 წლის ივლისის შემდეგ.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავი 33 ცენტით, ანუ 9%-ით გაძვირდა, ხოლო ირანში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ფასების ზრდამ 47%-ს მიაღწია.