Loading data...
CNN: აშშ ნარკოკარტელების წინააღმდეგ გადამწყვეტი დარტყმებისთვის ემზადება

აშშ ნარკოკარტელების წინააღმდეგ გადამწყვეტი დარტყმებისთვის ემზადება. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია არმიის ძალების ჩართვას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის და CNN-ის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს.

გამოცემის ცნობით, ნავზე განხორციელებული ბოლოდროინდელი თავდასხმა, რომლის დროსაც 11 ნარკოდილერი დაიღუპა, მხოლოდ უფრო მასშტაბური კამპანიის დასაწყისია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის ნარკოტრეფიკინგისგან გაწმენდას და ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს, შესაძლო თანამდებობიდან გადაყენებას.

თეთრი სახლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში კარიბის ზღვის აუზში მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები განალაგა, რაც ნაწილობრივ სიგნალია მადუროსთვის.

წყაროს ცნობით, ტრამპმა უკვე მისცა სამხედროებს უფლებამოსილება, ჩაატარონ  ოპერაციები ნარკოკარტელების წინააღმდეგ, რომლებიც მისმა ადმინისტრაციამ ოფიციალურად ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადა.

„ჩვენი თანამოქალაქეების მომწამვლელი ნარკოკარტელის წევრების განადგურება ჩვენი შეიარაღებული ძალების გამოყენების უმაღლესი და საუკეთესო ფორმაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.