Loading data...
CIA-ს ყოფილი დირექტორი: უკრაინამ, ალბათ, უნდა მიუთითოს, რომ არ შეუერთდება ნატოს

ენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორისა და თავდაცვის ყოფილი მდივნის, ლეონ პანეტას განცხადებით, უკრაინამ, ალბათ, უნდა მიუთითოს, რომ არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას, რათა წინ წასწიოს სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა.

„ნატოს, ცხადია, აქვს საკუთარი წესები, რომლებიც ვრცელდება ნატოზე, და ძირითადად იმის თქმა, რომ ნატომ არ უნდა ეძებოს დამატებითი წევრები, ვფიქრობ, რთული განსახორციელებელია აქ.

ამიტომ, ამ საკითხის მოგვარების საუკეთესო გზა ის არის, რომ უკრაინამ ამ ეტაპზე მიუთითოს, რომ არ აპირებს წევრობის მიღებას. სამაგიეროდ, ის შეუერთდება ევროკავშირს, რაც, ალბათ, ამ ეტაპზე უფრო ლოგიკურია“, - დასძინა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.