Loading data...
„ჩვენ ვერ შეგვაშინებენ“ - საფრანგეთის პრემიერი საპროტესტო აქციებზე

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ქვეყანაში მშვიდობიან დემონსტრაციებს თავისი ადგილი აქვს ჩვენს რესპუბლიკაში, მაგრამ ცეცხლის წაკიდება, ძარცვა და თავდასხმები მიუღებელია“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პოლიცია  უკიდურესად ინტენსიური ძალადობის პირობებში იმოქმედეს.

მან მკაცრად დაგმო საპროტესტო აქციებზე მყოფ სამართალდამრღვევთა ქმედებები, რომლებმაც შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, დაიწყეს ძარცვა და საზოგადოებრივი თუ კერძო ქონების დაზიანება.

„მათ, ვისაც აშკარად სურს, ეს ძალადობრივი ქმედებები საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოიყენოს, პირდაპირ ვეუბნები: ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ვერავინ მოახვევს საზოგადოებას საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს ძალადობის გზით. სახელმწიფო სახსრების სიმწირის გამო, პროტესტებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დამნაშავეებს უნდათ დაეკისროთ“, - აღნიშნა ლეკორნუმ.