„ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვიბრძოლოთ“ - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს თითქმის შეუზღუდავი იარაღის მარაგი აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობის იარაღი აქვს, რომლითაც ვაშინგტონს შეუძლია „მარადიული“ ომები აწარმოოს.
ტრამპის თქმით. აშშ-ს არასდროს ჰქონია საშუალო და მაღალი კალიბრის იარაღის ასეთი დიდი და ხარისხიანი მარაგი.
„დღეს მითხრეს, რომ ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი გვაქვს. ომების წარმოება შესაძლებელია „უსასრულოდ“ და ძალიან წარმატებით, მხოლოდ ამ მარაგების გამოყენებით (რომელიც სხვა ქვეყნების საუკეთესო იარაღზე უკეთესია). რაც შეეხება მაღალი კალიბრის იარაღს, ჩვენ კარგი მარაგი გვაქვს, მაგრამ ის ჯერ საჭირო ნიშნულს არ მიუახლოვდა. მაღალხარისხიანი იარაღის დიდი ნაწილი ჩვენგან მოშორებით, სხვა ქვეყნებში ინახება. შეერთებული შტატები აღჭურვილია და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის!“ - ხაზგასმით აღნიშნა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.