Loading data...
„ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება!“ - ტრამპი ნატოს მოკავშირეებს აკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღშფოთებულია ნატოს მოკავშირეების უმეტესობის უარის გამო, მონაწილეობა მიეღოთ ირანის წინააღმდეგ ჰორმუზის სრუტის დასაცავად ერთობლივ ოპერაციაში და განაცხადა, რომ მას არავის დახმარება არ სჭირდება.

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოკავშირეების რეაქციით „გაკვირვებული“ არ არის, რადგან ის ყოველთვის ნატოს „ცალმხრივ“ სტრუქტურად მიიჩნევდა, რომელიც, სავარაუდოდ, მზად არ იყო შეერთებული შტატების დასახმარებლად.

„თუმცა, მათი ქმედება არ მიკვირს, რადგან ნატოს, სადაც ჩვენ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ იმავე ქვეყნების დასაცავად, ყოველთვის ცალმხრივ ქუჩად მივიჩნევდი. მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს გააკეთებენ, განსაკუთრებით გაჭირვების დროს“ - წერს ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა ირანის შეიარაღებული ძალები, ასევე, საზღვაო ფლოტი, საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ქვეყნის ლიდერები.

ამ სამხედრო წარმატებების გათვალისწინებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჭირდება და „არასდროს დასჭირვებია“ ალიანსის წევრი ქვეყნების დახმარება ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მივაღწიეთ ასეთ სამხედრო წარმატებას, ჩვენ აღარ „გვჭირდება“ და აღარც გვსურს ნატოს ქვეყნების დახმარება - არც არასდროს გვჭირდებოდა! იგივე ეხება იაპონიას, ავსტრალიას, სამხრეთ კორეას. ფაქტობრივად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების - მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის - პრეზიდენტი, ვამბობ: ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება!“ - წერს თეთრი სახლის ხელმძღვანელი.