Loading data...
ჩრდილოეთ კორეამ უკვე მიაწოდა რუსეთს 100 ბალისტიკური რაკეტა და ასევე, 100 საარტილერიო სისტემა - უკრაინის სამხედრო დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში უკვე გადატანილია 100-ზე მეტი საარტილერიო სისტემა და მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები.

„მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეამ დაიწყო რუსეთის ფედერაციისთვის საარტილერიო სისტემების მიწოდება, საერთო ჯამში, გადაეცა 100-ზე მეტი სხვადასხვა აღჭურვილობა. ასევე გრძელდება დიდი კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალისა და ბალისტიკური რაკეტების მიწოდება. ამ წლის ნოემბრის მდგომარეობით,  რუსეთისთვის მიწოდებულია 5 მილიონზე მეტი ჭურვი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ამ საარტილერიო სისტემების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის“, - აცხადებენ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში. 

11 სექტემბერს The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 11 ბალისტიკური რაკეტა მიიღო და ისინი კიევზე საჰაერო იერიშისთვის გამოიყენა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის რეგიონში 11 ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცია. მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში.