Loading data...
რაფაელ როსი: IAEA-ის ინსპექტორები ირანის ბირთვულ ობიექტებს აუცილებლად შეამოწმებენ

„გაეროს ბირთვული ზედამხედველობის სააგენტოს ინსპექტორები ირანის ბირთვულ ობიექტებს მოინახულებენ“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ მარიანო გროსმა, მას შემდეგ რაც აშშ-სა და ირანის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა იმის შესახებ, შედის თუ არა ამ ობიექტების შემოწმება ომის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებაში.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში „ცალსახად წერია, რომ ბირთვულ მასალებთან და ობიექტებთან დაკავშირებულ საქმიანობა IAEA-ის ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება“.

„ეს მოხდება ზეგ, ერთ კვირაში თუ ათ დღეში ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა მან AP-ის ცნობით.

ცნობისთვის, IAEA-მ 2026 წლის ივნისის დასაწყისში ირანის მოქმედი ბირთვული ობიექტი შეამოწმა, თუმცა უკვე დაახლოებით ერთი წელია სააგენტოს არ ჰქონია წვდომა იმ ბირთვულ ობიექტებზე, რომლებიც 2025 წელს აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაზიანდა.