ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის მიმართულებით ნაგვით სავსე 420 საჰაერო ბუშტი გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის მიმართულებით ნაგვით სავსე ბუშტების მორიგი პარტია, ამჯერად 420 ბუშტი გაუშვა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
20 საჰაერო ბუშტი სამხრეთ კორეის პროვინცია კიონგის ტერიტორიაზე დაეშვა. მასში, ძირითადად, ქაღალდები და პლასტიკური ნაგავი იყო, რომელიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისკენ ნაგვით სავსე ბუშტების გაშვება 2024 წლის მაისში დაიწყო. მას შემდეგ სამხრეთ კორეისკენ 3800-ზე მეტი ბუშტი გაფრინდა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის სამხრეთ კორეის მიერ სააგიტაციო მასალების და ნაგვის გაშვებაზე პასუხი. სამხრეთ კორეის ბუშტებს ჩრდილოელი მეზობლის ტერიტორიაზე სააგიტაციო წერილები ჩაჰქონდა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება იყო გაკრიტიკებული, ასევე მასზე იყო დამაგრებული USB ბარათები სამხრეთ კორეული პოპ-ჯგუფების კლიპებით, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია.