Loading data...
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 14,4 მლრდ დოლარის სამხედრო პროდუქცია მიაწოდა

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ინსტიტუტის ცნობით, 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის დეკემბრამდე ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 14,4 მლრდ დოლარის ღირებულების სამხედრო პროდუქცია მიაწოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ჩრდილოკორეული სამხედრო პროდუქციის სანაცვლოდ, რუსეთი ფხენიანს სამხედრო ინოვაციებს და მაღალ ტექნოლოგიებს აწვდის. ამაზე კომპენსაციის 80-დან 90%-მდე მოდის.

ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საფუძველი გახდა შეთანხმება, რომელსაც 2024 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს ყველა შესაძლებელი საშუალებით სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში. 

ომში მონაწილეობამ და რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობამ ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური ზრდის ტემპების გამოცდის შესაძლებლობა მისცა, 2024 წელს ჩრდილოეთ კორეის მშპ 3,7%-ით გაიზარდა, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.