Loading data...
ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვული სტატუსი შეუქცევადია

გაეროში ჩრდილოეთ კორეის მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის, როგორც ბირთვული სახელმწიფოს პოზიცია შეუქცევადია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც მუდმივად იყო მითითებული სახელმწიფოს უზენაეს და ძირითად კანონში, შეუქცევადი გახდა“, - ნათქვამია ვენაში გაეროს ოფისსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩრდილოეთ კორეის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.

ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა აშშ-ის სურვილი ბირთვული განიარაღებისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის „პროვოკაციულ აქტად“ მოიხსენია და თავისი ბირთვული იარაღი აშშ-ის ბირთვული საფრთხისგან ქვეყნის დაცვის „გარდაუვალ ვარიანტად“ დაასახელა.