1787588882
უცხოეთი
ჩინეთში, ვიეტნამსა და ტაივანში ტაიფუნისა და ძლიერი წყალდიდობის გამო 54 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
„ჩინეთში, ვიეტნამსა და ტაივანში უწყვეტმა წვიმამ და ტაიფუნმა „ნარამ“ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია“, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
სტიქიამ ჩინეთის ჰუანგის პროვინცია დატბორა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან დაახლოებით 54 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ოთხი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი ამჟამად იაპონიის მიმართულებით გადაადგილდება და მოსალოდნელია, რომ კუნძულოვან სახელმწიფოს რამდენიმე დღეში მიაღწევს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ტაიფუნის გადაადგილებას შესაძლოა ძლიერი წვიმა, ქარი და წყალდიდობა მოჰყვეს.