1746429515
უცხოეთი
ჩინეთში ტურისტული ნავი გადაბრუნდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩინეთში ძლიერი ქარის გამო ტურისტული ნავი ამოტრიალდა, რის შედეგადაც, 10 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ ჩინური სააგენტო Xinhua წერს.
მედიის ცნობით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება. შემთხვევა გუიჯოუს პროვინციაში მოხდა. ნავზე 84 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე, თითქმის 500 მაშველი იყო მობილიზებული.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა და ხაზი გაუსვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მნიშვნელობას.
ამასთან, სი ძინპინმა ხელისუფლებას დაავალა ტურისტულ სეზონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.