Loading data...
ჩინეთში შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ჩინეთში შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა - 2025 წელს ქვეყანაში 7,92 მლნ ბავშვი გაჩნდა, რაც ნაკლებია ვიდრე ყოველ წელს 1949 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაარსდა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

ჩინეთში მოსახლეობა ზედიზედ უკვე მეოთხე წელია მცირდება და ამჟამად 1 მლრდ 405 მლნ ადამიანს შეადგენს. პოლიტიკის, „ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი“-ს გაუქმების და შობადობის სტიმულირების მცდელობების მიუხედავად, შობადობის კლება გრძელდება.

ხანგრძლივმა დეკრეტებმა, შეუღლების პროცედურის გამარტივებამ და კონტრაცეფციაზე გადასახადის გაზრდამ სიტუაცია ვერ შეცვალა.

ექსპერტები არსებულ სიტუაციას მოსახლეობის დაბერებას, მაღალ ფასებს და ეკონომიკურ პესიმიზმს უკავშირებენ.