Loading data...
ჩინეთში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხიდი ააშენეს

ჩინეთში ააშენეს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხიდი, რომლის სიმაღლე 625 მეტრია, ხოლო სიგრძე 3 კილომეტრს აღწევს. ხიდი ჰუადზიანის კანიონის თავზეა აგებული. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ხიდის სიმყარის შესამოწმებლად მასზე ერთდროულად 96 სატვირთო მანქანა განათავსეს, რომელთა საერთო წონა 3360 ტონას შეადგენს. ხიდის სიმყარე 5-მა ინჟინერმა შეამოწმა.

ხიდის მშენებლობა 3,5 წლის განმავლობაში აშენდა.