1745244682
უცხოეთი
ჩინეთმა აშშ-ის კონგრესმენები, ოფიციალური პირები და NGO-ების ხელმძღვანელები დაასანქცირა

ჩინეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, – აღნიშნულის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„აშშ-ის მხარის მიერ, ჰონკონგთან დაკავშირებულ საკითხთან დაკავშირებით, განხორციელებულ ნებისმიერ არასწორ ქმედებას, ჩინეთის მხარე მტკიცე და საპასუხო კონტრრეაქციებით შეხვდება,“ - აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი, ლინ ძიანი.